воскресенье, 22 июля 2018 г.

მეცხრე დღე



     მეცხრე დღე-ვიტყოდი, რომ ყველაზე გამორჩეული  დღე იყო/ ამ დღეს ყველამ თავისი პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა და ძალიან საინტერესო იყო. ასევე ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე და ყველამ შევქმენით სასურველი დიზაინის ბლოგი. 
     საერთო ჯამში, მინდა აღვნიშნო, რომ ტრენინგები ძალიან მომეწონა და მიხარია, რომ არცერთი დღე არ გავაცდინე და გმირულად გავუძელი გაუსაძლის სიცხეებს, რაც ჩვენი ტრენენრის ქალ.ხათუნას დამსახურებაა და ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებ კლასში. 

მერვე დღე


    ტრენინგის მეორე დღე, როგორც ყოველთვის იყო საინტერესო, ვისაუბრეთ პროექტის ირგვლივ და ყველა მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არის მოოსწავლეებისათვის საინტერესო და ბევრის მიმცემი. 

среда, 18 июля 2018 г.

მეშვიდე დღე

 ვინც ეს ტრენინგები ამ შუა ზაფხულში დანიშნა, რატომ არ იფიქრა, რომ ამ გადაღლილ პედაგოგებსაც უნდათ დასვენება? თან რა უბედურებაა ლამის ერთი თვე გაგრძელდა. სასწავლო როცესში უკეთესი იქნებდა, მაგრამ ესმის ვინმეს ჩემი ნათქვამი?-არავის.
    რაც შეეხება დღევანდელ დღეს, როგორც ყოველთვს საიტერესო იყო. დავასრულეთ სასწ.პროექტის გაწერა.ვისაუბრეთ მოსწავლის დამხმარე რესურსებზე.

понедельник, 16 июля 2018 г.

მეექვსე დღე

 დღეს გავაკეთე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რაც საინტერესო ამოჩნდა, რადგან მუშაობის პროესში ვიყავი პირველკლასელის როლში. გავეცანით და ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.

четверг, 12 июля 2018 г.

მეხუთე დღე

   როგორც ყოველთვის დღესაც გავიხსენეთ წინა დღე. პროექტის გეგმაში დავამატეთ ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევები(რაც მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია) და ვისწავლეთ ელექტრონული ტესტის შექმნა. აგრეთვე ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ტრენერი ნამდვილი გმირია, რადგან სიცხის მიუხედავა ძალიან ენერგიულად ატარებს ტრენინგებს.

მეოთხე დღე


 


  ყოველი დღე საინტერესო და ცოდნის შემძენია.  ამ დღეს ვისაუბრეთ შეფასების ხუთ სტრატეგიაზე, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება მრავალმხრივად შევაფასოთ პროექტში ჩართული მოსწავლეები,